ჩემი სოფლის ისტორია

      ჩავწერეთ   ინტერვიუ სოფლის მკვიდრთან ქალბატონ ნანა მაისურაძესთან, რომელიც საკმაოდ სასიამოვნო რესპოდენტი აღმოჩნდა, საინტერესოდ მოგვაწოდა სოფლის  შესახებ ინფორმაცია.







                                     


                                       სოფელი  ქვაბისხევი

                                                 
                                                                                            ქვაბისხევის საფოსტო ინდექსი 1206
                                                                             


              ქვაბისხევი ( ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელი)  მდებარეობს სამხრეთ საქართველოში ( სამცხე-ჯავახეთი) მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბორჯომიდან 21 კილომეტრში. სოფელი დასახლებულა მე- 18 საუკუნის ბოლოს. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ჩამოსახლებულია რაჭიდან, იმერეთიდან და ზოგიც ქართლიდან. ადრე მოსახლეობა უსაფრთხოების გამო ტყის სიღრმეში ცხოვრობდა, მათი ნასოფლარების ნაშთები დღესაც შემორჩენილია. სოფელში პირველად დასახლებულა ორი გვარი: მაისურაძე და ხაჭაპურიძე, ხოლო დროთა განმავლობაში მათ სხვა გვარებიც დამატებია.

    სოფლის მოსახლეობა ძირითადად მისდევს მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას. ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურებია: კარტოფილი, სიმინდი, ლობიო.

          სოფელში უნიკალური ფლორის და ფაუნის დაცვის მიზნით შექმნილია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს.

            სოფლის მახლობლად დგას წმინდა მარიამის მიძინების სახელობის ეკლესია, სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც აშენდაVIII-IX საუკუნეებში, ხოლო XII საუკუნეში მოიხატა. საინტერესოა ლეგენდა, თუ რატომ ეწოდა წმ. მარიამი. როდესაც თხრიდნენ ეკლესიის საძირკველს წმ. მარიამის ხატი უპოვიათ მიწაში და ამიტომ ეწოდა ასე. ეკლესია ღირშესანიშნავია იმით, რომ მის ფრესკებს შორისაა მდიდრულად ჩაცმული ქალისა და მამაკაცის გამოსახულებანი, რომელთაც ასომთავრულად აწერია: "შოთაია და იაი". თქმულების თანახმად, მამაკაცი დიდი პოეტი შოთა რუსთაველი, ხოლო ქალი- დედამისია. ლეგენდის მიხედვით, სოფელი ქვაბისხევი შოთას დედულეთი ყოფილა, აქ გაზრდილა და სათანადო განათლებაც აქ მიუღია. ლეგენდა იმასაც გცამცნობს, პატარა წყარო, რომელიც ეკლესიის გვერდით მდებარეობს შოთას აღმოუჩენია.




































            ეკლესია, სამანქანო გზიდან დაახლოებით კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ფეხით სავალია. ამიტომ ვისაც ფეხით სიარული არ შეუძლია მათთვის კლდის ძირში არის პატარა სამლოცველო. 

                  28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დროს ყველა ოჯახი სამზადისშია, ტრადიციულად ამ დღეს სტუმარს დაპატიჟება არ სჭირდება. სოფლის თითოეული ოჯახი სიხარულით ხვდება სტუმრებს. ეკლესიაში იმართება წირვა-ლოცვა



                
               სოფლის მახლობლად, მტკვრის მარჯვენა მხარეს მდებარეობს VIII- IX საუკუნეების ძეგლი, რომელსაც სოფლის მოსახლეობასაკვირიკესუწოდებს, ხოლო ტაძარსკვირიკეწმინდა“. ტაძარზე შემორჩენილია ნაჩიჩქნი და ნატყვიარი ფრესკები.ტაძრის მდგომარეობა მეტად მძიმეა და შველას საჭიროებს. მისი არსებობა მხოლოდ კვირიკობის დღესასწაულზე ახსენდება ადგილობრივ მოსახლეობას


.

ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკში მდებარეობს ლომის მთა, რომელსაც მისი ფორმის გამო უწოდეს ეს სახელი. ქვაბისხევის მოსახლეობა ამ ადგილს ზაფხულის საძოვრად იყენებს. მისი სილამაზე იზიდავს უამრავ ტურისტს. მთაზე აგებულია პატარა ეკლესია, წმინდა გიორგის სახელობის.











                               

2 комментария: