ჩვენი სკოლა მდებარეობს ბორჯომის რაიონის სოფელ ქვაბისხევში. იგი აშენდა 1979 წელს. მიმდინარეობს დაწყებითი (კლას-კომპლექტი) და საბაზო საფეხურის განათლება. ვერაფრით გაგაკვირვებთ ჩვენი სკოლით. არის უბრალო, სადა და რაც მთავარია მდებარეობს სუფთა გარემოში. სკოლის ეზოში ხარობს სხვადასხვა ხეხილი: ყურძენი, ვაშლი, ტყემალი, ჭანჭური, კაკალი და ასკილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий