(მოკლე ისტორიული მიმოხილვა)
ბორჯომის საფოსტო ინდექსი 1200
ბორჯომი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული
და უძველესი კურორტია. სამკურნალო მინერალურმა წყალმა, საუცხოო კლიმატმა, მომაჯადოვებელმა
ბუნებრივმა სილამაზემ გაუთქვა სახელი მსოფლიოში.
ბორჯომი პატარა ქალაქია. გეოგრაფიულად იგი მდებარეობს
აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ ნაწილში. გაშენებულია მდინარე მტკვრისა და მისი ორი
შენაკადის- ბორჯომულასა (შავი წყალი) და გუჯარულას თვალწარმტაც ხეობებში. ქალაქს ირგვლივ აკრავს მარადმწვანე (ფიჭვი, ნაძვი, სოჭი) ტყით
დაფარული მთები.
მეცნიერების მტკიცებით 200 მლ.წლის წინ ჩვ. ერამდე ბორჯომის
ხეობა დაფარული ყოფილა წყლით, შემდეგ ამოუწევიათ მთებს და საბოლოოდ მიუღია ის გეოგრაფილუი
სახე, რომელიც ამჟამად აქვს. აგრეთვე ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, რომ ბორჯომის
ტერიტორია ძველად ნახსენები ყოფილა „ნუა“-ს სახელწოდებით, რომელიც გაშენებული ყოფილა
დღევანდელი სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მტრის მუდმივი შემოსევების
შედეგად ხეობა დაცლილა მოსახლეობისაგან და ნუაც გაუკაცრიელდა.
სახელწოდება „ ბორჯომის“ შესახებ რამდენიმე მოსაზრება
არსებობს, რომელთაგან, სამწუხაროდ, დადგენილი არც ერთი არ არის. ზოგიერთი მკვლევარის
აზრით, ბორჯომის სახელი დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ომთან. ისინი მიიჩნევენ, რომ
„ ბორჯომი“ შედგება ორი სიტყვისაგან „ბორჯ“- (სპარსული სიტყვიდან „ბურჯ“-მაგარი კედელი)
და ომი-ბრძოლა. მართლაც წინათ ბორჯომის ხეობა ომების არენად იყო ქცეული. მაღალი მთები,
ბუნებრივ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა. ბოლო ხანებში გამოითქვა მოსაზრება, რომ „ბორჯომის“
ძირეული ნაწილი „ბორჯი“ ქართული სიტყვაა და ფესვს ნიშნავს. ამიტომ სიტყვა „ბორჯომი“
ხის შტოებსა და ფესვებთან არის დაკავშირებული.
ბორჯომის ხეობას ისტორიულად აგრეთვე თორი ეწოდებოდა.
1830 წელს თორის ხეობას პირველად ეწოდა ბორჯომის ხეობა.
ის ტერიტორია, სადაც დღეს მინერალური წყლების პარკია
გაშენებული, გაუვალი და დაბურული ტყით ყოფილა დაფარული. იმ პერიოდში ქ.გორში დაბინავებულა
პოლკი. 1825 წელს ჯარისკაცთა ჯგუფს, რომლებიც
ხე-ტყეს ამზადებდნენ ბორჯომის ხეობაში, შემთხვევით აღმოუჩენიათ თბილი წყაროები. ჯარისკაცებს
წყალი მოსწონებიათ და ბოთლებით წაუღიათ გორში. პოლკის მეთაურს პოპოვს კუჭის ავადმყოფობა
ჰქონია, ამ წყლით დაინტერესებულა, წასულა ბორჯომში და ამ მინერალურ წყალს განუკურნია.
1841 წელს მინერალური წყალი იმდენად განთქმულა, რომ
ამიერკავკასიის მთავარმართველმა ევგენი გოლოვინმა თავისი სნეული ქალიშვილი ეკატერინე ბორჯომში
ჩამოუყვანა საცხოვრებლად , რომელიც სრულიად განკურნებულა. ცნობილია ისიც, რომ პირველ
წყაროს მან ქალიშვილის სახელი (Екатерининский)უწოდა, ხოლო მეორეს- საკუთარი (Евгеньевский) .
1848 წელს კავკასიაში მეფისნაცვლად ვორონცოვი დანიშნეს.
მასაც მხედველობიდან არ გამორჩენია ბორჯომის
სამკურნალო თვისებები და წყაროების ტერიტორიაზე პარკები გაუშენებია. ვორონცოვი ოცნებობდა
ბორჯომის ხელში ჩასაგდებად და იგი რაღაც გროშების საფასურად შეუსყიდია მისი ადგილობრივი
მეპატრონისგან-ავალიშვილებისგან. 1853 წელს ვორონცოვმა ბორჯომში ჩამოასახლა უკრაინელთა
200 კომლი. დღესაც ცხოვრობს გაქართველებული უკრაინელთა რამდენიმე ოჯახი.
1862 წელს კავკასიის მეფისნაცვლად დანიშნეს დიდი მთავარი რომანოვი (რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II
ბიძა), მასაც ძალიან მოწონებია ბორჯომის ხეობა, სადაც აუშენებია
დიდებული სასახლე, რომლის გახსნაზე ალექსანდრე II მოუწვევია. ნასიამოვნებ
იმპერატორს ბორჯომის მამული სამუდამო მემკვიდრეობით მიხეილ რომანოვისთვის უჩუქებია.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბორჯომი ხალხის კუთვნილებად
იქცა. დაიწყო კურორტის მშენებლობა. აშენდა კეთილმოწყობილი სანატორიუმები, დასასვენებელი
სახლები, სასტუმროები, პანსიონატები, მინარალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნები.
ბორჯომი საკავშირო
მნიშვნელობის მოწინავე კურორტად იქცა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ჟურნალი "ბორჯომის საზოგადოებრივი მცნეველი"
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ჟურნალი "ბორჯომის საზოგადოებრივი მცნეველი"
Комментариев нет:
Отправить комментарий