вторник, 7 ноября 2017 г.

          საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციამ, რომლის გენერალური დირექტორი გახლავთ რუსუდან გონაშვილი, გამოაცხადა რიგით მეორე ქსელური პროექტი "გამოცანები მშობლიურ ქალაქზე, სოფელზე, კუთხეზე". რომლის მიზანია მოსწავლეებს გაუღრმავოს ცოდნა საკუთარი კუთხის ისტორია-წარმომავლობაზე და ხელი შეუწყოს მოსწავლეების შემოქმედებითი უნარის განვითარებას.
          ჩვენმა სკოლამ მიიღო გამოწვევა და დიდი სიამოვნებით შევუდექით მუშაობას. პროექტის მიმდინარეობისას მოგვიწევს შემდეგი ეტაპების გავლა.

  • სკოლის გაცნობა;
  • ინფორმაციის შეგროვება;
  • ინფორმაციის კვლევა;
  • მასალების გადარჩევა და გამოცანების შედგენა;
  • სკოლებში პროექტის დაცვა;
  • რეფლექსია; 

 პროექტის სამუშაოს  დაწყებამდე ასოციაციამ მოგვაწოდა დამხმარე რესურსები:
1.  მშობელთა თანხმობის წერილის შაბლონი

2. მშობლებისთვის მომზადებული პრეზენტაცია




3.   სასტარტო პრეზენტაცია

Комментариев нет:

Отправить комментарий